საუკეთესო სასტუმროები თურქეთში

TOP-7 არაჩვეულებრივი თურქული სასტუმრო, რომლებიც თქვენზე შთაბეჭდილებას მოახდენს

თურქეთი – ქართველებისათვის წელიწადის ნებისმიერ დროს კლასიკური დასვენების ადგილია. თუ ფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის მონახულებისას არაფერი გაგაკვირვებთ, ჩვენ მზად ვართ გიამბოთ არაჩვეულებრივ ადგილებში მდებარე TOP-7 თურქული სასტუმროს შესახებ. მაშ, სად წავიდეთ და სად დავისვენოთ? მოდით განვიხილოთ და ავირჩიოთ!

1. The Bodrum Edition

Bodrum Edition მდებარეობს იალიკავაკის ყურის სანაპიროზე, შესანიშნავი ხედით თურქულ რივიერაზე. აქედან ცენტრამდე 19 კილომეტრია, ხოლო მილას-ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტამდე – 50. აქ არ მოიწყენთ: თქვენს განკარგულებაშია – სპა-ცენტრი თურქული აბანოთი, საუნით, მარილის ოთახით, ორთქლის აბანოთი, მინი აუზით და საპროცედურო კაბინეტებით.

ფასი: 52 დოლარიდან დღე-ღამეში.

2. Kassandra Boutique Hotel

ბუტიკ-სასტუმროები ყოველთვის ანცვიფრებენ თავიანთი ატმოსფეროთი და ინტერიერით. Kassandra Boutique Hotel არ არის გამონაკლისი. იგი მდებარეობს დაბა ოლუდენიზში, ოლუდენიზ ტაბიატ პარკის პლაჟიდან ერთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე. ფეხით სულ რაღაც 4 წუთში თქვენ უკვე ბელჯეკიზის პლაჟზე აღმოჩნდებით. დამსვენებელთა განკარგულებაშია – რესტორანი, ბარი, ღია აუზი, საერთო ლაუნჯი და ბაღი ტერასით. სასიამოვნო ბონუსი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი სასტუმროს ტერიტორიაზე.

ფასი: 94 დოლარიდან დღე-ღამეში.

3. D-Resort Gocek Special Category

სასტუმრო მდებარეობს ქალაქ გეჩეკის სანაპიროდან 800 მეტრში და ფეხით 5 წუთის სავალ მანძილზე. სხვათა შორის, კერძო პლაჟის მონახულება სტუმრებს აბსოლუტურად უფასოდ მშეუძლიათ. აქ მათ განკარგულებაშია ღია აუზი, ბარი და რესტორანი ზღვის სანაპიროზე და სპა-ცენტრი D-SPA. სასტუმროში ასევე მუშაობს ორი რესტორანი – ხმელთაშუა და თურქული სამზარეულოსი. დამსვენებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ისეთი გასართობი, როგორიცაა ნავით ექსკურსია ქალაქ გეჩეკსა და დალიანში. სასტუმროს ტერიტორიიდან დალამანი ავტომობილით სულ რაღაც ნახევარი საათის სავალ მანძილზეა.

ფასი: 185 დოლარიდან დღე-ღამეში.

4. Allium Bodrum Resort & Spa

სასტუმრო მდებარეობს ბოდრუმიდან 21 კილომეტრში – ქალაქ იალიკავაკში, ხოლო მილას-ბოდრუმის უახლოეს აეროპორტამდე – 56 კილომეტრია. სტუმრების განკარგულებაშია ბილეთების სალარო და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. საკურორტო სასტუმროში ხელმისაწვდომია ღია აუზი, ბაღი, ბარი და ფიტნეს ცენტრიც კი.

ფასი: 234 დოლარიდან დღე-ღამეში.

 5. სასტუმრო Sirene Luxury Hotel Bodrum

სასტუმრო მდებარეობს გორაკზე, ქალაქ იალიკავაკის პლაჟის მახლობლად, ბოდრუმის სახელგანთქმული ნახევარკუნძულის ერთ-ერთ ულამაზეს უბეში. დასამახსოვრებელი შვებულების გასატარებლად, აქ გეძლევათ ზღვის ხედით ნომრებსა და ცალკე კერძო ვილებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. სასტუმრო Sirene Luxury Hotel Bodrum-ს აქვს საკუთარი პლაჟი და ნავმისადგომო ჩამომსვლელებისთვის. აქ დასვენების სხვადასხვა ვარიანტია: საბავშვო კლუბი, დახურული აუზი, 2 ღია აუზი (რომელთაგან ერთ-ერთი პეიზაჟურია) და სპა-ცენტრი, სადაც შეგიძლიათ ეწვიოთ მარილის ოთახს და მრავალგვარი პროცედურა ჩაიტაროთ. სასტუმრო ასევე სთავაზობს ტრანსფერს ბაგის ტიპის ავტომობილებით მთელ ტერიტორიაზე.

ტერიტორიაზე გახსნილი ბარ-რესტორანი Jade საუზმით გაგიმასპინძლდებათ და მთელი დღის მანძილზე შესანიშნავ განწყობას გაჩუქებთ ან დაგეხმარებათ გემრიელად გაატაროთ მზის ჩასვლა Beach Hill Kitchen საფირმო მენიუს დახმარებით. სასტუმრო შესანიშნავი ადგილია ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალირებისა და აქტიური დასვენებისთვის. მაგალითად, იალიკავაკის ცნობილი ნავმისადგომი მხოლოდ 4 კმ-ში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ მარტივად სცადოთ საიალქნო სპორტი, დაივინგი ან ეწვიოთ ბოდრუმის ციხეს. ერთადერთი უარყოფითი მხარე არის, რომ მილას-ბოდრუმის აეროპორტი სასტუმროდან 57 კმ-ში მდებარეობს.

ფასი: 318 დოლარიდან დღე-ღამეში.

6. Pilos Deluxe

ამ სასტუმროს ფანჯრებიდან წარმოუდგენელი სილამაზის ხედი იშლება! Pilos Delux მდებარეობს ქალაქ ტურუნჩში, იჩმელერის პლაჟიდან 2,5 კილომეტრში. დალამანის უახლოეს აეროპორტამდე 49 კმ-ია. თქვენს განკარგულებაშია: რესტორანი, ღია აუზი, ბარი, კერძო პლაჟი, ჩოგბურთის კორტები, ბაღი და უფასო ავტოსადგომი სასტუმროს ტერიტორიაზე.

ფასი: 118 დოლარიდან დღე-ღამეში.

7. Suna Sun Boutique Hotel (Adult Only)

ბუტიკ-სასტუმრო კაშში, ინჩე ბოგაზ ჩინარ პლაჟიდან 2,7 კილომეტრში. აქ ხედი მონტენეგროს სანაპიროს მოგვაგონებს, იგი განსხვავდება თურქეთის ტიპური პეიზაჟებისგან. სასტუმრო განკუთვნილია +14 აუდიტორიისთვის. აქ ხელმისაწვდომია რესტორანი, უფასო კერძო ავტოსადგომი, ღია აუზი, ბარი და ბაღი კერძო პლაჟით.

ფასი: 157 დოლარიდან დღე-ღამეში.

Posted in სასტუმროები and tagged , .