მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

დასვენების დაგეგმვისას ვიღაცისთვის შესაძლოა ღირსშესანიშნაობები იყოს მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის კვება იქნება გადამწყვეტი, მაგრამ, დარწმუნებული ვართ, თქვენს შორის არიან ისეთებიც, ვინც საცხოვრებელს ანიჭებს უპირატესობას. უფრო მეტიც, ყველას არ მოსწონს მოსაწყენი თეთრი კედლები და ხალხით სავსე სასადილო ოთახები. კომფორტისა და არაბანალურის დამფასებლებისთვის ჩვენ შევადგინეთ არასტანდარტული სასტუმროების სია, რომლებსაც ნამდვილად ახლავე მოისურვებთ ეწვიოთ!

1. Kagga Kamma, ცედერბერგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

მისამართი: Koue Bokkeveld, 6836 Lochlynne
ერთი ღამის ფასი: 360 დოლარი (ლუქსი გამოქვაბულში + საუზმე).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

 „საუცხოოა, აუცილებლად დავბრუნდებით”.

სასტუმრო აშენებულია კლდეში, ამიტო თქვენი ნომერი პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს მოგაგონებთ. სედერბერგის რაიონი, რომელშიც მდებარეობს სასტუმრო, ცნობილია თავისი ხელუხლებელი უდაბნოთი. აქ შეგიძლიათ მინდვრის ყვავილების თაიგული გააკეთოთ ან პატარა ცხოველებთან ითამაშოთ, რომლებსაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე სხვან შეხვდეთ. ხოლო ნომერი Star & Sky Open Air Suite თქვენს ერთ-ერთ ოცნებას აახდენს – შეგიძლიათ დაიძინოთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერით.

2. The Caves, ნეგრილი, იამაიკა

მისამართი: Light House
ერთი ღამის ფასი: 850 დოლარი (კოტეჯი 2 საძინებლითა და ოკეანის ხედით + კვება „ყველაფერი ჩართულია“).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

 „მაღალი დონის მომსახურე პერსონალი და პრივატული ვახშამი გამოქვაბულში, რომელიც სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში.“

სასტუმრო ხელნაკეთი უტოპიაა, რომელიც აერთიანებს იამაიკის ბუნებრივი გლამურისა და თანამედროვე დედაქალაქის ატმოსფეროს. პალმის ხეებით, შინდითა და ველური ვაზით დამშვენებული ქვის ბილიკები კლდეებს შორის მიიკლაკნება და კარიბის ზღვისკენ მიემართება. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად: სპა, ჯაკუზი, საუნა, ზღვის წყლის აუზი და ჰიდრომასაჟის აბაზანა.

3. Treehouse Lodge, იუკურუჩე, პერუ

მისამართი: Via Yarapa 123
ერთი ღამის ფასი: 700 დოლარი (ბუნგალო + საუზმე, სადილი და ვახშამი).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

 „ყველაფერი თქვენთვის: მზის ჩასვლა ამაზონზე, ვარდისფერი დელფინები და სასაცილო ზარმაცები.”

ბავშვობაში ხეზე ცხოვრებაზე ოცნებობდით? როგორ მოგწონთ კომფორტული ლოჯიების ვარიანტი 10 მ-ის სიმაღლეზე პერუს ჯუნგლებში, თანაც ამაზონის გვერდით? ეს სასტუმრო არის შესაძლებლობა, ერთი წუთით მაინც დაივიწყოთ ცივილიზაციის არსებობის შესახებ.

4. The Library Hotel, ნიუ-იორკი, აშშ

მისამართი: 299 Madison Avenue, მიურეი-ჰილი
ერთი ღამის ფასი: 254 დოლარი (ოთახი ერთი ორადგილიანი საწოლით + საუზმე).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

 „სუფთა, გემრიელი (განსაკუთრებით საღამოობით ყველი და ღვინო) და მეგობრული”.

რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ბიბლიოთეკაში ცხოვრება, თუნდაც თქვენი ოთახი ზომით წიგნების კარადის მსგავსი იყოს? ვფიქრობთ, ბევრს აქ არც დაეძინებოდა და მზის ამოსვლამდე წიგნების კითხვით დაკავდებოდა მუდამ ფუსფუსა ნიუ-იორკის თავზე. სასტუმროს ნომრები, სხვათა შორის, თემატურია: მაგალითად, არის „კომპიუტერები“, „ისტორია“ ან „რომანტიკული ენები“. თქვენ რას აირჩევდით?

5. Green Plaza Shinjuku Capsule Hotel, ტოკიო, იაპონია

მისამართი: Shinjuku-ku, Kabukicho 1-2-5
ერთი ღამის ფასი: 44 დოლარი (ნომერი-კაფსულა ქალებისთვის/ მამაკაცებისთვის).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

 „შესაფერისია მათთვისაც კი, ვისაც კლაუსტროფობია აქვს”.

სასტუმრო ქალაქის შუაგულში მდებარეობს. ამიტომ, თუ გსურთ ტოკიოს გაცნობა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! აქ ლობიში მეგობრებიც შეგიძლიათ იპოვოთ ვისთან ერთადაც ახალ ადგილებს შეისწავლით. როგორც ამ ტიპის სხვა სასტუმროებში, შეგიძლიათ ბარგის გარეშე მოხვიდეთ – პიჟამათი და კბილის ჯაგრისით უზრუნველყოფილი იქნებით.

6. Hüttenpalast, ბერლინი, გერმანია

მისამართი: Hobrechtstraße 65-66
ერთი ღამის ფასი: 106 დოლარი (ორადგილიანი ნომერი 1 საწოლითა და საკუთარი აბაზანით).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

 „უზარმაზარი ჭერი, სიჩუმე და შემოქმედებითი ატმოსფერო”.

ადგილი, სადაც ყველაფერი გაერთიანებულია: სტანდარტული ნომრები, სახლები ბორბლებზე და ჯუნგლები ეზოში. დილის ყავისთვის და კრუასანისთვის ტრეილერთან მისვლა მოგიწევთ. საუზმე კი შეგიძლიათ ქოხის წინ თვალწარმტაც ტერასაზე მიირთვათ. თუ თქვენს შვილებს რაიმე უჩვეულო სურთ, ეს სასტუმრო შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

7. Huilo Huilo Montaña Mágica Lodge, უილო-უილო, ჩილე

მისამართი: Camino Internacional Panguipulli, Neltume
ერთი ღამის ფასი: 265 დოლარი (გაუმჯობესებული ორადგილიანი ოთახი).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

 „არანაირი განსხვავება ფოტოებთან, სუფთა მაგია.“

სასტუმრო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს და სიმწვანით დაფარული ვულკანის ფორმა აქვს. სასტუმროში შესვლა მხოლოდ დაკიდული ხიდის მეშვეობით შეიძლება. ზოგიერთი ფანჯრიდან მოჩო-ჩოშო-ინჩუს ვულკანის ხედები იშლება. ულამაზესია!

8. Hippo Safaris Resort, ნაივაშა, კენია

მისამართი: Moi South Lake Road
ერთი ღამის ფასი: 45 დოლარი (სტანდარტული ორადგილიანი ნომერი + საუზმე).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

 „ადამიანისა და ხელუხლებელი ბუნების თანაარსებობა აღაფრთოვანებს”.

ნაკრძალი, თითქმის იდეალური მიკროკლიმატი და მომხიბლავი ფაუნა. აქ იმისთვის უნდა ჩამოხვიდეთ, რომ დილაობით ადრე გაიღვიძოთ, სუფთა ჰაერი ისუნთქოთ, ტბაზე წახვიდეთ, იოგა ივარჯიშოთ, ზებრებს უცქიროთ, მედიტაციით დაკავდეთ ან ველური ბუნების ხმებით ისიამოვნოთ. საკმარისი არგუმენტებია?

9. Golden Crown – Levin Iglut, ლევი, ფინეთი

მისამართი: Harjatie 4
ერთი ღამის ფასი: 1746 დოლარი (შუშის იგლუ „ლუქსი“).

რას წერენ სასტუმროს სტუმრები:

„შესანიშნავი გამოცდილება იყო – ჩრდილოეთის ციალზე დაკვირვება და იგლუში ცხოვრება.”

სრულიად გამჭვირვალე შუშის ჭერი განკუთვნილია რომანტიკული ღამეების გასატარებლად და სანუკვარი ოცნებების ჩასაფიქრებლად. ამ ადგილიდან უბრალოდ კოსმოსური ფოტოები გამოდის! კარგი სიახლე ვეგანებისთვის: თქვენთვის ცალკე მენიუა.

10. Hotel Costa Verde, მანუელ-ანტონიო, კოსტა რიკა

მისამართი: Playas de Manuel Antonio, Km 5
ერთი ღამის ფასი: 193 დოლარი (ნომერი-სტუდიო ოკეანის ხედით).

რას წერენ სტუმრები სასტუმროს შესახებ:

„თვითმფრინავის კორპუსის გამოყენება ნომრის გასაფორმებლად ამ სასტუმროს დაუვიწყარ საფირმო სტილს ქმნის.”

ერთ-ერთი ნომრის შესაქმნელად Costa Verde-ს გუნდმა გადაიტანა და განაახლა 1965 წლის Boeing 727-ის ვინტაჟური პლანერი. ხშირად ახალდაქორწინებულები სწორედ ამ სასტუმროს ირჩევენ ქორწილის გადახდის ადგილად. აქ ველური ჯუნგლების ძალა წყნარი ოკეანის პლაჟის რომანტიკას ხვდება მზის ჩასვლისას. არარეალური ატმოსფეროა!

Posted in ბლოგი.