დასასვენებლად ქალაქისა და თარიღის არჩევასთან დაკავშირებული სირთულეების გარდა, ჩვენი გვერდის გამომწერები სასტუმროში „ჩაისთვის“ გასამრჯელოს დატოვების პრობლემის წინაშე დგებიან, რადგან აქ ყველაფერი ისე აშკარა არ არის, როგორც სხვა დაწესებულებებში. გავერკვეთ სიტუაციაში?
დავიწყოთ იმით, რომ „ჩაისთვის“ გასამრჯელოს დატოვება – თითოეული ადამიანის საქმეა. ზოგი დაუფიქრებლად აძლევს ცოტაოდენ ფულს სასტუმროს მუშაკებს, ზოგი კი დიდხანს ფიქრობს და ეჭვობს. თუმცა არსებობს წესები, რომლებიც ყველასთვის მოქმედებს:
მოახლე
აშკარა არჩევანია იმისათვის, რომ მადლობა გადაუხადოთ თქვენი ნომრის სისუფთავისთვის. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ისინი ყველაზე შრომისმოყვარე და ნაკლებად ცნობადი ადამიანებია სასტუმროში.
„ჩაისთვის“ გასამრჯელოს რეკომენდებული ოდენობაა – $3-5, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ სტუმრების რაოდენობა. მაგალითად, ოჯახმა მცირეწლოვანი ბავშებით შეიძლება მეტი დატოვოს, რადგან ასეთ ოთახში მუშაობა უფრო რთული იქნება, ხოლო ბიზნესმენებს, რომლებიც ოთახში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებიან, შეუძლიათ საერთოდ არ დატოვონ გასამრჯელო.
არ ღირს ფულის გარდა სხვა რაიმეს შეთავაზება. უმეტეს სასტუმროებში ალკოჰოლისა და საკვების ნომრიდან გატანა არ შეიძლება.
დატოვეთ ფული საწოლზე ბარათთან ერთად ან კონვერტში წარწერით „გმადლობთ“. და რაც მთავარია – ნუ გააჭიანურებთ ბოლო დღემდე, რადგან მოახლეები ყოველდღიურად იცვლებიან. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გასვლამდე დატოვებული „ჩაისთვის“ გასამრჯელო თითოეული მათგანის ხელში მოხვდეს.
შემკეთებელი
როდესაც შემკეთებლები თქვენს ნომერში რაიმე გაუმართაობის აღმოფხრისთვის ან ისეთი რამის მოტანისთვის მოდიან, რაც გაკლდათ, „ჩაისთვის“ გასამრჯელოს არ ელოდებიან. აქ თქვენი გადასაწყვეტია.
ოსტატი სალონში ან სპა-ცენტრში
„ჩაისთვის“ გასამრჯელოს დატოვება ღირს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასტუმროში ცხოვრების ღირებულებაში შედის სპა-ცენტრის მომსახურება.
მოდით განვიხილოთ ეს მომსახურება:
- თმის სტილისტები – მთლიანი ქვითრის 15%. თუ თავი სხვამ დაგბანათ, მას $2-3 უნდა მისცეთ;
- მანიკიურის ოსტატები – მთლიანი ანგარიშის 10-15%;
- მასაჟისტები – სავარაუდო საერთო რაოდენობის 15%.
კამერდინერი
ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად ყველაფერი ეხება: თქვენი მანქანის პარკირებიდან დაწყებული, თქვენს ნომერში საკვების შეკვეთით დასრულებული. მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებს ჰყავთ ასეთი მუშაკები. შეგიძლიათ ყოველ ჯერზე 2-3 დოლარი მისცეთ კამერდინერს ან აცნობოთ, რომ მადლობას თქვენი მოგზაურობის ბოლოს გადაუხდით. ეს შესაძლებელია, რადგან კამერდინერები ცვლაში არ მუშაობენ.
შვეიცარი
ვფიქრობთ, რომ არავინ აპირებდა შვეიცარისთვის „ჩაისთვის“ გასამრჯელოს მიცემას კარის გაღების ყოველ ჯერზე (თუმცა ვინ იცის). მაგრამ თუ შვეიცარი თქვენთვის ტაქსს გამოიძახებს, მადლობა 1-2 დოლარით გადაუხადეთ.
მიმღების ადმინისტრატორი
ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გიკარნახებთ სად შეგიძლიათ წახვიდეთ საკვების საყიდლად, სად ივახშმოთ და ტაქსის რა საფასურია ადეკვატური, ამიტომ მისთვის 1-2 დოლარის მიცემა ზედმეტი არ იქნება. გარდა ამისა, ადმინისტრატორი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ამას ნამდვილად იმსახურებს.
პორტერი
ლამაზი სიტყვაა თქვენი ბარგის მზიდავისთვის. დაუწერელი წესია – 1-2 დოლარი თითო ჩანთისთვის ან ჩემოდნისთვის. მაგრამ თუ იგი ოთახს თქვენი ჩამოსვლისთვის მოამზადებს და გიჩვენებთ მას, შეგიძლიათ მისცეთ 5 დოლარი, რომელიც მოიცავს 1-2 დოლარს ჩემოდნების გადაზისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ ახლა უკვე აღარ შეგექმნებათ სირთულეები იმასთან დაკავშირებით, რომ აჩვენოთ სასტუმროს თანამშრომლებს, რომ მათი შრომა დაფასებულია და რომ კმაყოფილი დარჩით.