ნორვეგია

ნორვეგიაში გაიხსნა სასტუმრო ხეზე

ნორვეგიაში უჩვეულო სასტუმრო გაიხსნა – იგი ერთ-ერთი ფიორდის სანაპიროზე, პირდაპირ ხეებზე მდებარეობს.

სასტუმროს მხოლოდ ორი ნომერი აქვს, რომლებიც მდებარეობს მიწიდან 5-6 მეტრში. თავად ნაგებობა ქვემოდან ფოლადის კარკასით არის დაფიქსირებული, ხოლო ხის ტანი ოთახებში გადის. ყველაფერი, როგორც შიგნით, ისე გარედან, ხით არის გაწყობილი.

სასტუმროს პროექტზე მუშაობდნენ კოპმანია „Helen&Hard“-ის სპეციალისტები. ერთ ოთახში ორადგილიანი საწოლია, მეორეში კი – ორი ერთსაწოლიანი. სანკვანძი, სამზარეულო კუთხე და სასტუმრო ზონა სულ რაღაც 15 კვადრატულ მეტრზე განათავსეს. სასიამოვნო ბონუსი – პანორამული ფანჯრები დაუჯერებლად ლამაზი პეიზაჟებით.

ამ ხის სასტუმროს ნომრები უკვე 1 წლით ადრე დაჯავშნილია. 1 ღამის ფასი კი 320 ევროდან იწყება

Realt.onliner.by-ს ინფორმაციის თანახმად.

სხვა ინფორმაცია : https://www.visitnorway.com/hotels-more/cottages-cabins/treetop-cabins/

Posted in ბლოგი and tagged , , .